ასაწყობი ვილა-კოტეჯები.
რას წარმოადგენს ასაწყობი სახლები?
ასაწყობი სახლების კონსტრუქციები წარმოადგენს მაღალი სიმკვრივის მოთუთიებულ ლითონის პროფილებს , რომელთა წარმოებისა და მონტაჟის არცერთ ეტაპზე არ გამოიყენება შედუღება. მონტაჟის პროცესში ლითონის პროფილებს შორის კავშირის დამყარება ხდება ხრახნების მეშვეობით. წინასწარი სტატიკური და თბოიზოლირების გაანგარიშების შემდეგ, აღნიშნული კონსტრუქციები, იწარმოება რობოტ-დანადგარების მიერ, ნებისმიერი კლიმატური პირობებისათვის.
ასაწყობი სახლების კედლებს წარმოადგენს ფაიბერცემენტის-ის ( ბოჭკოვანი ცემენტის ) ფილები . მშენებლობა წარმოებს სამი სისტემით,
1) პანელური.
2) კარკასული.
3) კონსტრუქციული.
ფილები მზადდება როგორც სწორზედაპირიანი ასევე სხვადასხვა იმიტაციებით ( ხის, აგურის, ქვის და ა.შ.) .
ფასების იწყება 250 $ (ექვივალენტი ლარში ) დან და ადის 400 $ (ექვივალენტი ლარში ) კვ.მ.
სახლების ფასები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე :
1) მშენებლობის რომელ სისტემას აირჩევს დამკვეთი ( პანელურს, კარკასულს თუ კონსტრუქციულს )
- პანელური სისტემის შემთხვევაში U პროფილებს შორის თავსდება თბოიზოლირებული ფილა-პანელები. ამ სისტემაში ელექტრო გაყვანილობა გაივლის კედლის გარედან და არ იქნება დაფარული.
- კარკასული სისტემის შემთხვევაში პანელები გამყარებულია უჟანგავი ფოლადის პროფილებით და ელექტრო გაყვანილობა გაივლის კედელში. -
-კონსტრუქციული სისტემის შემთხვევაში ჯერ ხდება რკინის კონსტრუქციის აწყობა და შემდეგ მისი შეფუთვა. ამ სამ სისტემას შორის ყველაზე ძვირია კონსტრუქციული სისტემით მშენებლობა.
2) რა შიდაგანლაგებას მოითხოვს დამკვეთი ( კონკრეტულ ფართში რაც მეტია ოთახების რაოდენობა , მით მეტია კვადრატულის ფასი და პირიქით)
3) რა ფასიან მოსაპირკეთებელ მასალებს მოითხოვს დამკვეთი. მაგ: ლამინატი , მეტლახი, კაფელი.
4) როგორ კლიმატურ პირობებში ხდება სახლის აწყობა.
ეს ის დეტალებია რომელიც აუცილებლად მოქმედებს ფასებზე.
რა მოეთხოვება შემკვეთს ?
- შემკვეთი ვალდებულია მოამზადოს ბეტონის საფარი, იმ გეგმის შესაბამისად რომელსაც შეკვეთის შემთხვევაში მიიღებს ჩვენი ტექნიკური ჯგუფის მხრიდან. ( შესაძლებელია ამ პუნქტის ჩვენი მხრიდან შესრულებაც თანხის დამატების შემთხვევაში)
- შემკვეთი ვალდებულია უზრუველყოს მიწის საკუთრებასთან და სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებული ( თუ ესეთი საჭიროა) ყველა დოკუმენტის აღება შესაბამისი სამსახურებიდან მშენებლობის დაწყებამდე.
- შემკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის პროცეშში სამშენებლო მოედნის ელ. ენერგიით უზრუნველყოფა.