საიტზე მიმდინარეობს რეკონსტრუქცია!
ახალ საიტზე გადამისამართება > www.geoimport.ge
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შპს ჯეოიმპორტი, წამოადგენს ამერიკულ-თურქული ჰოლდინგის გაყიდვების ოფისს საქართველოს ტერიტორიაზე. ‘’ ჰოლდინგის’’ შემადგენლობაში შედის 8 კომპანია და 17 სამარკო ბრენდი, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მარკის ქვეშ დამზადებული ყველა პროდუქტის წარმოებას. წარმოების მიმართულებები შემდეგია:
ასაწყობი შენობები და სახლები, სამშენებლო და სხვადასხვა დანიშნულების კონტეინერები, მსუბუქი ლითონის კონსტრუქციები, საანგარე კონსტრუქციები, საგუშაგო ჯიხურები, WC ჯიხურები. ჰოლდინგი ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 6 კონტინენტის 120-ზე მეტ ქვეყანაში და წარმატებით თანამშრომლობს თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიებთან, ასევე თურქეთის დავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უდიდესი კონტრაქტორია და თავისი წვლილი შეაქვს დავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხითაც.
კომპანია ‘’ჯეოიმპორტი’’ 2008 წლიდან თანამშრომლობს ‘’ჰოლდინგთან’’ და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს მასშტაბით შესრულებული გვაქვს უამრავი წარმატებული პროექტი.
ჩვენი კომპანია წლების მანძილზე ახორციელებს ასაწყობი კონსტრუქციების იმპორტს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე და უდაოდ ლიდერი გახლავთ ამ სფეროში. საუკეთესო ხარისხი, ევროპული სტანდარტების დაცვა, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ზუსტად დაცული ვადები, დაბალი ფასები - ეს ის უპირატესობებია, რამაც გაუთქვა ჩვენს კომპანიას სახელი და მოაპოვებინა ნდობა მომხმარებლებში. დღევანდელი რთული პირობების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს სამშენებლო სექტორში, ჩვენ გთავაზობთ ყველაზე მარტივ გამოსავალს საცხოვრებელი, საოფისე, სამეწარმეო, სასწავლო, სამედიცინო და ა.შ. ნაგებობათა აგებასა და ექსპლუატაციისათვის. ჩვენ ვამაყობთ იმ მიღწევებით, რომელსაც საქართველოს ბაზარზე არსებული მცირე , საშუალო თუ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობით მივაღწიეთ და ყოველი წარმატებული თანამშრომლობა, სტიმულია ჩვენი გუნდისთვის რათა ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი პროდუქტები, გაუმჯობესებული სერვისით.
ჩვენთან, თქვენ შეძლებთ აიხდინოთ თქვენი ოცნება ყველაზე სწრაფად!
პატივისცემით კომპანია "ჯეოიმპორტი"
-
ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი თურქეთის ერთ-ერთ უდიდეს ჰოლდინგთან, რომლის სარესურსო ბაზაზეც კომპანია ეწევა ძირითად საქმიანობას
У нас эксклюзив в Турции с одной из крупных холдингов и несколькими компаниями.